• Facebook Group
  • Rss Feed

Friday, July 2, 2010

Prefab Sprout - Steve McQueen 1985

დავიწყოთ სულ თავიდან. დაახლოებით ერთი წლის წინ ლასტ.ფმ-ზე მორიგი გასეირნება მქონდა საყვარელი არტისტების ტოპ-მსმენელებში, სადაც მივაგენი 29 წლის კანადელ გოგონას. ხოდა შევედი მის გვერდზე , გადავხედე რას უსმენდა და თვალს უხაროდა :D atlas sound,deerhunter , beach house,galaxie500 , guided by voices და ა.შ, ხოდა მათ გვერდზე ამაყად იყო ერთი ბენდი , სახელად Prefab Sprout. სურათს ვუყურებ და ვიღაც ტიპი ზის მოტოციკლეტზე და ზედ აზის კიდე გოგო და იტოგში wtf :D ანუ ის მომენტი მქონდა რო აუცილებლად უნდა მომესმინა ეს არტისტი , იმიტომ რო ასე რო ემთხვევა გემოვნება , უბრალოდ საჭიროა ხოლმე :) . ხოდა გადმოვწერე ამ ბენდის "ოქროს" ალბომი Steve McQueen. გადავიკითხე პლიუს ბევრგან რო თესლი ალბომია. ასე ვთქვათ მოვემზადე ყველანაირად მეთქი სახე ამეხევა და ეგაა , მარა ჰოი საოცრებავ , საერთოდ არ გამისწორდა . ხოდა დიდად არ "ვეჭიდავები" ხოლმე ალბომს თუ ცოტათი არ დამევასა . წავშალე ეს ალბომი საერთოდ დავიკიდე . ახლა რო ვიხსენებ ვხვდები თითქოს რატომაც არ დამევასა. მაშინ 80ების მუსიკას არ ვუსმენდი ანუ გემო არ მქონდა გასინჯული ამ პერიოდის. თან სტივ მაქუინი მტლიანად 80ნი გენიალური პოპის ესთეტიკაშია ჩამოსხმული. ენივეი , ცოტა ხნის მერე როცა გავჭედე 80ენბზე გადავაწყდი ისევ . ისევ ყველას ქება-დიდება იმის შესახებ რო უკვდავი და გაუცვეთატი პოპ მუსიკაა. მოვუსმინე ორჯერ და ამეკვიატა მხოლოდ ერთი ტრეკი რატომღაც . კაი ხანი ამის შემდეგ მარტო ამ ვეშს ვუსმენდი და აი ძალიან მომწონდა.ხო ამ სიმღერას ქვია When Love Breaks Down .
გავიდა ხანი და ის მომენტი იყო უკვე რომ აი ალბომში ერთი ვეში რო გიყვარს, მერე პროსტა გინდება რო სხვებივ დაამუღამო რა . აი გეტყვით , დაახლოებით 5ჯერ! (ხო ჩემთვის ბევრია) მოვუსმინე ალბომს და აი მაშინ მოიტანა :D. მოიტანა სხვა სიტყვაა , არანორმალურად კარგია. აი გადამაგდო იმ ეპოქაში როცა უკრავდნენ . ერთი დიდი სიამოვნებაა რა ეს ალბომი .ძალიან გამიძალიანდა , მარა მგონია რო ღირდა ამად, იმიტო რო ახლა ყოველ მოსმენაზე უფროდაუფრო მეტად მომწონს .ყველა ტრეკი სასწაულია, პროსტა პერიოდულად იცვლება ფავორიტი რა . ნაღდად არ ვიცი სონგრაიტერს ვინ ყავდა გვერდით ქალი კაცი ან რა უყვარდა ან ვაბშე საიდან იღებდა ასეთ ინსპირაციას. ფაქტია, ბოზი ვიყო აი ძალიან ემოციური, ინტიმური , რომანტიკული , პოზიტიური , სიყვარულით აღსავსე ალბომია. ისეთი სენტიმენტალურია ლამის მე მივცე ამ კაცს :D

ხოდა მოუსმინეთ რა იცით ,იქნებ თქვენც მოგეწონოთ . შეიძლება ერთ მოსმენაში დაგევასოთ ეგრევე, შეიძლება არც დაგევასოთ.ცოტა ძნელია დასამუღამებელია მაინც რა. პირველი მოსმენიდან ნამეტანი ოვერპრადუსთ 80ნების მუსიკას მოგაგონებთ, მარა რაც უფრო ბევრჯერ მოვუსმინე მივხვდი რო ყველაფერი არის ზომიერად და ვატრაკებდი. იტოგში გაზიარება მინდოდა ძალიან


და მაინც პერსონალური ფავორიტები: Bonny, Appetite, When Love Breaks Down, Goodbye Lucille No. 1, Moving the River

http://www.mediafire.com/?emmbnmci9in


Read More
Powered by Blogger.